ნიგერიაში ბოკო ჰარამის მორიგ თავდასხმას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
ნიგერიაში ბოკო ჰარამის მორიგ თავდასხმას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ტერ-ორგანიზაცია, ბოკო ჰარამის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 16 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოკო ჰარამის ტერორისტებმა ბორნოს პროვინციაში შემავალ სოფელ მაუროში სამხედრო პუნქტს თავს დაესხნენ. ოფიციალური მთავრობის წარმომადგენლები კი ადასტურებენ, რომ თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 სამხედრო მოსამსახურეა. არიან დაშავებულებიც. მათივე განცხადებით, თავდასხმის შემდეგ ორი ჯარისკაციც გაუჩინარდა, რომლებიც სავარაუდოდ ტერორისტებმა გაიტაცეს.
რეგიონში როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
ნიგერიაში აღნიშნული ტერ-ორგანიზაციის შექმნიდან (2009 წლიდან) დღემდე 15 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ერთ ნახევარი მილიონი ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა.
მსგავსი ინფორმაციები
პუტინი: „34 ქვეყანას BRICS-ის საქმიანობაში სხვადასხვა სახით ჩართვა სურს“
პუტინი: „34 ქვეყანას BRICS-ის საქმიანობაში სხვადასხვა სახით ჩართვა სურს“