ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

გუშინ, მთლიანობაში 21 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

1282362
ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

 

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ შიდა უსაფრთხოების ოპერაციების ფარგლებში, ჰაქქარისა და თუნჯელის ოლქებში ლიკვიდირებულ იქნა ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას კიდევ 4 სეპარატისტი და ეს ოპერაცია ჩატარდა  ჟანდარმერიის სარდლობისა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ერთობლიობით

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით კი, მორიგი საჰაერო ოპერაცია ჩატარდა ჩრდილოეთ ერაყის ავაშინის, ზაპისა და გარას მაღალმთიან რეგიონებში და ლიკვიდირებულ იქნა კიდევ 17 ტერორისტი. ამრიგად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერაყის ჩრდილოეთში ლიკვიდირებულ ტერორისტთა რიცხვმა 51 მიაღწია



მსგავსი ინფორმაციები