ინდოეთში წყალდიდობების გამო ივნისიდან სექტემბრამდე 1673 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში წყალდიდობების გამო ივნისიდან სექტემბრამდე 1673 ადამიანი დაიღუპა

1281697
ინდოეთში წყალდიდობების გამო ივნისიდან სექტემბრამდე 1673 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ბიჰარის შტატში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობებისა და უბედური შემთხვევების გამო დაღუპულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

უფლებამოსილთა განცხადებით, ბიჰარის 15 რეგიონში 27-30 სექტემბერს მოსული ხშირი ნალექით გამოწვეული წყალდიდობებისა და უბედური შემთხვევების გამო ბევრი ადამიანი დაიღუპა.  

ქალაქ პატნაში ისე წყალდიდობაა ტის გამოც ქალაქის ზოგიერთ რეგიონში ბანკები, მაღაზიები და კერძო საავადმყოფოები ერთი კვირაა დაკეტილია.  

შტატის მთავრობის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წყალდიდობა შტატის 15 რეგიონის 959 სოფელში მოხდა და დაახლოებით 2 მილიონ 145 ათასი ადამიანი დაზარალდა.  

ასევე წყალდიდობის დროს დახოცილი ცხოველები ისევ წყალშია, რაც ეპიდემიური დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის.

ამავდროულად უტარ პრადეშის შტატში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ და უბედურმა შემთხვევებმა 111 ადამიანი იმსხვერპლა.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში წელს ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი მუსონური წვიმები დაფიქსირდა და ივნისში დაწყებული ძლიერი ნალექით გამოწვეული კატასტროფების გამო 29 სექტემბრამდე ქვეყნის მასშტაბით 1673 ადამიანი დაიღუპა.

სამხრეთ აზიაში ივნისი-სექტემბრის მონაკვეთის მუსონური წვიმები ყოველწლიურად დიდი მასშტაბების სტიქიურ უბედურებებს იწვევს.

 


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #ინდოეთი

მსგავსი ინფორმაციები