თავდასხმა პოლიციის საგუშაგოზე
დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის 8 ჯარისკაცი
1279320

ნიგერიის ეროვნული მედიის ცნობით, ქვეყნის ჩრდილო – აღმოსავლეთით მდებარე ბორნოს პროვინციის გუბიო-მაგუმერის დასახლებასთან გამავალ გზატკეცილზე მოქმედ პოლიციის საგუშაგოზე ტერ ორგანიზაცია ბოკო ჰარამის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 ჯარისკაცი, ხოლო ათეულობით ადამიანი კი დაიჭრა და ზოგიერთების მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა რა, ამიტომაც დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან. ამ თავდასხმასთან დაკავშირებით არც ნიგერიის მთავრობას და არც არმიას, რაიმე ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებიათ