ჩილეში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ჩილეში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

1278603
ჩილეში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ჩილეში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის განცხადებით, ადგილობრივი დროით 10.57 საათზე მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კონსტიტუციის დასავლეთ - სამხერთ-დასავლეთით 66 კილომეტრის დაშორებით მიწის ზედაპირიდან 16,5 კილომეტრზე მდებარეობდა.

მიწისძვრა სანაპირო ზოლზე და 360 კილომეტრის დაშორებით მდებარე დედაქალაქ სანტიაგოში იგრძნობოდა. ზიანის შესახებ ანგარიში ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.

ჩილეს ეროვნული საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ქვეყნის ცენტრალურ და მთელ სამხრეთ ნაწილში იგრძნობოდა.  

ჯერ-ჯერობით უცნობია მოჰყვა თუ არა მსხვერპლი და ნგრევა მიწისძვრას.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #ჩილე

მსგავსი ინფორმაციები