ტრამპი იმპიჩმენტის მსურველ დემოკრატებს მკაცრად აკრიტიკებს

ტრამპი იმპიჩმენტის მსურველ დემოკრატებს მკაცრად აკრიტიკებს

1278224
ტრამპი იმპიჩმენტის მსურველ დემოკრატებს მკაცრად აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპმა,   წარმომადგენელთა პალატის მიერ მის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით დემოკრატების მისამართით  ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც იგი,  დემოკრატებს მკაცრად აკრიტიკებს.  „ყველაფერი რაც ახლა ხდება, აშშ-ის პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითური სქემაა. დემოკრატებს სურთ, წაგართვან იარაღი, ჯანდაცვა, ხმის უფლება, თავისუფლება, მოსამართლეები. მათ ყველაფრის წართმევა სურთ.  ჩვენ ვცდილობთ, გავაშროთ ეს ჭაობი, იმიტომ რომ სასწორზე სწორედ რომ ჩვენი ქვეყანა დევს. ყველაფერი ძალიან მარტივია,  ისინი ჩემს შეჩერებას ცდილობენ, ვინაიდან მე თქვენთვის ვიბრძვი. მათ ამის უფლებას არასოდეს მივცემ“, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები