კურტ ვოლკერი გადადგა!?

ამის შესახებ იუწყება ამერიკული მას-მედია

1277906
კურტ ვოლკერი გადადგა!?

 

ამერიკული მას-მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2017 წლიდან უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი, უკრაინული კრიზისის გამო, რომელიც მიზეზი გახდა ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე მოკვლევის დაწყებისა, გადადგა და შესაბამისი განცხადება წარუდგინა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს. თუმცა, ამ საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ-ჯერობით რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. ამერიკულმა გაზეთმა Wall Street Journal-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ივლისში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში მას სთხოვა, თავისი ქვეყნის დემოკრატიული საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის შვილის საქმის გამოძიება, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთ ენერგოკომპანიაში მუშაობს. ტრამპის განცხადებით კი, მისი შეხვედრა ზელენსკისთან არის მთლიანად პროცედურული და არ აქვს მნიშვნელობა თუ რაზე ესაუბრა ზელენსკის, მთავარია ვიღაცამ დაიწყოს ბაიდენის შვილის საქმის გამოძიება. ამერიკულმა პრესამ დაწერა, რომ ტრამპმა უკრაინის ლიდერს განუცხადა, რომ მას 400 მილიონი დოლარის ფინანსურ დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუწევდა, თუ ბაიდენის შვილის საქმეს გამოიძიებდნენ. დემოკრატებმა კი, ამ ბრალდების გაგებისთანავე დაიწყეს ტრამპის  თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების გამოძიება



მსგავსი ინფორმაციები