ინდოეთი მუსონურ წვიმებს ებრძვის
2 დღეში 59 ადამიანი დაიღუპა
1278091

ინდოეთის სახელმწიფო კატასტროფების მენეჯმენტისა და დახმარების ოფისის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე უტარ-პრადეშის პროვინციაში ძლიერი მუსონური წვიმების, სახლების ჩამონგრევის, მეხის დაცემის, დახრჩობის და გველის ნაკბენების შედეგად, 2 დღეში 59 ადამიანი დაიღუპა, ხოლო თვით პროვინციის დედაქალაქ ლუკნოვში და მის მახლობელ ქალაქ ამეთში კი სკოლები დროებით დაიხურა. მეტეოროლოგიის ხელმძღვანელების განცხადებით, რეგიონში ორშაბათიდან ნალექები შემცირდება