პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მიწისძვრის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები და გზები

1276516
პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

პაკისტანში,  აზად-ქაშმირის რაიონში მომხდარი  5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, 500-მდე კი, დაშავდა. აზად-ქაშმირის რეგიონის ინფორმაციის მინისტრმა მომხდარ უბედურებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტლივ გრძელდება რა, დაზარალებულებს ყველანაირ დახმარებას აუცილებლად გაუწევენ. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მირპურიდან 3 კილომეტრის მოშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები პაკისტანის და ინდოეთის ბევრ რაიონშიც იგრძნობოდა. მიწისძვრის შედეგად ქალაქ  მირპურში დაინგრა საცხოვრებელი სახლები და გზები, შეიქმნა ელექტრონერგიის მიწოდების პრობლემაც.



მსგავსი ინფორმაციები