ჯონსონმა ბრექსიტთან დაკავშირებით ახალი განცხადება გაავრცელა

“ინგლისი, 31 ოქტომბერს ევროკავშირს დასტოვებს“

1275854
ჯონსონმა ბრექსიტთან დაკავშირებით ახალი განცხადება გაავრცელა

 

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენმა ხელი შეუშალა Brexit–ის ახალი შეთანხმების დადების მცდელობას, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ თუ არსებული კანონები დარჩება, მაშინ, ქვეყანა  31 ოქტომბერს ევროკავშირს დატოვებს. ”კანონით, ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს იმისდა მიუხედავად, თუ რა მოხდება 31 ოქტომბერს. მაგრამ ახლა ჩვენთვის მთავარია კარგი შეთანხმების მიღწევა, რისთვისაც დღე და ღამ ვმუშაობთ”, განაცხადა ჯონსონმა. მისივე თქმით, თუ არსებული კანონები ხელუხლებელი დარჩება და რაიმე ცვლილება არ მოხდება, ინგლისი 31 ოქტომბერს ევროკავშირს მაინც დასტოვებს. "დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევთანხმდებით. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას სურს, პარლამენტარები შეიკრიბონ და იმუშაონ ეროვნული ინტერესებისთვის, ე.ი. ყველაფერი გააკეთონ ბრექსიტის ცხოვრებაში გატარებისთვის“. მანვე გაიმეორა მოწოდება განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე, ხოლო სასამართლო განჩინებასთან დაკავშირებით პირველ განცხადებაში კი თქვა, რომ იგი მართალია არ ეთანხმება ამ განჩინებას, მაგრამ, პატივს სცემს მას და ამიტომ გახსნის პარლამენტის მუშაობას



მსგავსი ინფორმაციები