ავღანელმა პოლიციელმა ნატოს ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნა
დაიჭრა ნატოს 3 ჯარისკაცი
1275148
ავღანეთის სამხრეთით მდებარე ყანდაჰარის პროვინციაში, ნატო-ს ჯარებზე თავდასხმის შედეგადა 3 ჯარისკაცი დაიჭრა. ავღანეთში ნატოს ჯარების სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყანდაჰარის აეროპორტში მომსახურე ერთმა პოლიციელმა, ნატო-ს ჯარისკაცებზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა და დაჭრა 3 ჯარისკაცი, თუმცა, დაჭრილი ჯარისკაცების სადაურობისა და ვინაობის შესახებ არაფერია ნათქვამი. ამავე განცხადებით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულ იქნა. თალიბებმა კი პასუხისმგებლობა აიღეს რა ამ თავდასხმაზე, განაცხადეს, რომ ინციდენტში 12 ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს.
მსგავსი ინფორმაციები
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა