ისრაელის ჯარისკაცებმა კიდევ ოთხი პალესტინელი დაჭრეს
ინციდენტი ალ-აიზერიეს გარეუბანში მოხდა
1273930
ისრაელის ჯარისკაცებმა, ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში მიმდინარე არეულობების დროს ოთხი პალესტინელი დაჭრეს. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების მიერ წერილობით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმის ალ-აიზერიეს გარეუბანში მიმდინარე მოვლენების დროს, ისრაელის ჯარისკაცებმა, 4 პალესტინელი პლასტიკური ტყვიით დაჭრეს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელი ახალგაზრდების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლიც გამოიყენეს, რის შედეგადაც მრავალი ახალგაზრდა დაზარალდა