ამერიკა სპარსეთის ყურეში დამატებით სამხედრო ძალებსა და შეიარაღებას გზავნის

ამერიკა სპარსეთის ყურეში დამატებით სამხედრო ძალებსა და შეიარაღებას გზავნის

1273661
ამერიკა სპარსეთის ყურეში დამატებით სამხედრო ძალებსა და შეიარაღებას გზავნის

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოთხოვნის საფუძველზე, სპარსეთის ყურეში საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის  მიზნით  დამატებით სამხედრო ძალებსა და შეიარაღებას გაგზავნიან. მან ამის შესახებ საუდის არაბეთის ეროვნულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „არამკო“-ზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ, თეთრ სახლში გამართული ეროვნული უსაფრთხოების შეხვედრის შემდეგ  შეიარაღებული ძალების შტაბების კომიტეტის თავმჯდომარე გენერალ, ჯოზეფ დანფორდთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისი  განცხადებით,  აღნიშნული გადაწყვეტილება  მხოლოდ თავდაცვით მიზანს ემსახურება რა, ამერიკელი სამხედროების დამატებითი კონტინგენტის დისლოცირება რეგიონში უახლოეს დღეებში დასრულდება. შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ეროვნულ კომპანია  „არამკოს“ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე გასული კვირის შაბათ დღეს, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე ორი უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა. საუდის არაბეთს  ამ თავდასხმის  შემდეგ დაშავებულების და დაღუპულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მომხდარზე კი პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა აიღეს.



მსგავსი ინფორმაციები