იემენში ბომბის აფეთქებას 4 სამხედრო ემსხვერპლა

იემენის ჰადრამევტის პროვინციაში ბომბის გაუვნებელყოფის დროს 4 სამხედრო დაიღუპა

1273105
იემენში ბომბის აფეთქებას 4 სამხედრო ემსხვერპლა

იემენის ჰადრამევტის პროვინციაში ბომბის გაუვნებელყოფის დროს 4 სამხედრო მათ შორის ერთი საუდის არაბეთის არმიის პოლკოვნიკი დაიღუპა, 6 სამხედრო კი დაიჭრა.

ჰადრამევტის ადგილობრივი მმართველობის წერილობითი განცხადების თანახმად, ჰადრამევტის რაიონ შიბამის რეგიონ ვადი ბინ ალიში ბომბის გაუვნებელყოფის დროს აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად საუდის არაბეთის ლიდერობით კოალიციის წევრი საუდელი პოლკოვნიკი ბენდერ ბინ მეზიდ მაკბულ ელ უტეიბი და 3 სამხედრო დაიღუპა, 6 კი დაიჭრა.

განცხადების მიხედვით, აფეთქების დროს დაღუპული სამხედროებიდან ორი იემენელია.


საკვანძო სიტყვები: #ბომბი , #სამხედრო , #აფეთქება , #იემენი

მსგავსი ინფორმაციები