არაბულმა კოალიციამ ქალაქ ჰოდეიდაში სამხედრო ოპერაცია განახორციელა

არაბულმა კოალიციამ ქალაქ ჰოდეიდაში სამხედრო ოპერაცია განახორციელა

1273346
არაბულმა კოალიციამ ქალაქ ჰოდეიდაში სამხედრო ოპერაცია განახორციელა

საუდის არაბეთის მეთაურობით ჩამოყალიბებულმა არაბულმა კოალიციამ, იემენში  ქალაქ, ჰოდეიდაში სამხედრო ოპერაცია განახორციელა. კოალიციის ძალებიდან გავრცელებული ინფორმაციით,  ჰოდეიდას პორტშიო ოთხი ობიექტი გაანადგურეს, სადაც დისტანციურად მართვადი დანაღმული ნავების დამზადება ხდებოდა. მათივე  განცხადებით,  აღნიშნული დანაღმული ნავები წითელ ზღვაში გემების მიმოსვლას საფრთხეს უქმნიდა და ჰუსიტების მხრიდან ტერორისტულ თავდასხმებში ხდებოდა გამოყენება. მეორეს მხრივ, საუდის არაბეთის მეთაურობით ჩამოყალიბებულმა არაბულმა კოალიციამ მსგავსი ოპერაცია გუშინ,  წითელ ზღვაშიც ჩაატარეს რა დროსაც ერთი დისტანციურად მართვადი დანაღმული ნავი გაანადგურეს.



მსგავსი ინფორმაციები