ნეთანიაჰუს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე დასწრების  მორალი აღარ დარჩა

ნეთანიაჰუს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე დასწრების  მორალი აღარ დარჩა

1272815
ნეთანიაჰუს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე დასწრების  მორალი აღარ დარჩა

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში ჩასატარებელ ყოველწლიურ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეას  არ დაესწრება. ისრაელის  პრემიერმინისტრის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ვადამდელი არჩევნების შედეგების გამო, ნეთანიაჰუ, ისრაელში არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მომავალ კვირას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიას არ დაესწრება. ნეთანიაჰუ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირისპირ შეხვედრას გეგმავდა. შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს ისრაელში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ქნესეთში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ჯერჯერობით არჩევნების სრული შედეგები ოფიციალურად არ არის გამოცხადებული მაგრამ, ბოლო მონაცემებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ქნესეთში 31 დეპუტატის შეყვანა შესძლო, ხოლო ოპოზიციურმა პარტიამ  „ლურჯი და თეთრი“ 32. მეორეს მხრივ, ნეთანიაჰუს ლიდერობით ჩამოყალიბებულ მემარჯვენე ბლოკს  წინა არჩევნებში მთლიანობაში 56 დეპუტატი ჰყავდათ რა, ეს ციფრი 55-მდე დავიდა.  



მსგავსი ინფორმაციები