უზბეკეთში ახალი თავისუფალი ეკონომიკური ზონა იქმნება

ეს ზონა ქალაქ ქაშკადერიაში შეიქმნება

1271756
უზბეკეთში ახალი თავისუფალი ეკონომიკური ზონა იქმნება

 

უზბეკეთში, საგადასახადო და საბაჟო გადასახადებისაგან  განთავისუფლებული კიდევ ერთი თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნება. უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის წერილობითი განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა შევქეთ მირზიოევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ქალაქ ქაშკადერიაში, ჩირაქჯის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ. ეს განკარგულება ხელს შეუწყობს და წაახალისებს თავისუფალი ზონაში მაღალი დამატებით ღირებულების მქონე შიდა და უცხოური საწარმოების დაფუძნებას, თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობას და ექსპორტის წარმოება-ზრდას. თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში არსებული დაწესებულებები, 10 წლის განმავლობაში არ გადაიხდიან არც გადასახადებს და მოსაკრებლებს, არც საბაჟო გადასახადებს. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის საქმიანობა პირველ რიგში განსაზღვრულია 30 წლით, ეს პერიოდი შეიძლება კიდევ გახანგრძლივდეს. ის კომპანიები, რომლებიც 3 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ, ყოველგვარი გადასახადებისგან თავისუფლდებიან 3 წლის განმავლობაში, კომპანიები, რომლებიც 5 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ, 5 წლის განმავლობაში,  ხოლო კომპანიები, რომლებიც 10 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ, გათავისუფლდებიან 10 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, თავისუფალ ზონაში შექმნილი საწარმოები არ გადაიხდიან საბაჟო გადასახადს იმ ნედლეულის, მასალების და სათადარიგო ნაწილებისთვის, რომლებსაც ისინი უცხოეთიდან შემოიტანენ.



მსგავსი ინფორმაციები