ეგზიტპოლებით ისრაელში კვლავ კოალიციური მთავრობა შეიქმნება

უმრავლესობა პარლამენტში, ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა

1271468
ეგზიტპოლებით ისრაელში კვლავ კოალიციური მთავრობა შეიქმნება

 

გუშინ ისრაელში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზიტპოლების თანახმად, პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე ბლოკი, რომელსაც ლიქუდის პარტია ხელმძღვანელობს, ვერ მოიპოვა 61 დეპუტატის მანდატი, რაც საჭიროა კოალიციური მთავრობის შექმნისთვის.
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლობის, KAN–ის ეგზიტპოლების თანახმად, ლიკუდის ხელმძღვანელობით მემარჯვენე ბლოკმა 56 მანდატი მოიპოვა, ხოლო ლურჯი–თეთრმა ალიანსმა, რომელსაც გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ბენი განცი ხელმძღვანელობდა, 43 დეპუტატი გაიყვანა. მხოლოდ 10 სავარძელი მოიპოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის პარტიამ, ისრაელი ჩვენი სახლია, რომელმაც უარი თქვა ნეთანიაჰუს კოალიციაში შესვლაზე. თავის მხრივ, "არაბთა საერთო სია" ბლოკმა, რომელიც წარმოადგენს ისრაელელ პალესტინელებს, პარლამენტში 12 დეპუტატი გაგზავნა და მესამე ადგილზე გავიდა. მოკლედ, ამ ეგზიტპოლების მიხედვით, ისრაელში კვლავ ახალი კოალიციური მთავრობა შეიქმნება



მსგავსი ინფორმაციები