ტრამპი ირანს კიდევ ერთხელ დაემუქრა

“აშშ-ის სამხედრო შეტევა ირანზე  პროპორციული პასუხი იქნება ირანის ქმედებაზე“

1270737
ტრამპი ირანს კიდევ ერთხელ დაემუქრა

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სამხედრო შეტევა ირანზე იქნება პროპორციული პასუხი საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანიის, Saudi Aramco-ს მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე თავდასხმისა. ნიუ მექსიკის პროვინციაში გამგზავრებამდე დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ბაღში პრეს კონფერენცია გამართა და უპასუხა რა კითხვებს საუდის არაბეთის ნავთობ ტერმინალებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, თქვა, რომ უმოკლეს ხანებში ჯერ ზუსტად დაადგენენ თავდამსხმელის ვინაობას და შემდეგ კი, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ საპასუხო ნაბიჯებზე. მისივე თქმით, თუ დადგინდება, რომ ამ თავდასხმის უკან ირანი დგას, მაშინ, არ გამორიცხავენ საპასუხო სამხედრო ნაბიჯების გადადგმას და ეს იქნება მხოლოდ პროპორციული პასუხი ირანის ქმედებაზე. ტრამპისვე აზრით, არამკოს ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა, არავითარ გავლენას არ მოახდენს აშშ-ზე



მსგავსი ინფორმაციები