ინდონეზიაში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით 185 ადამიანი დააკავეს

ინდონეზიაში 185 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც სხვადასხვა პროვინციებში ხანძრის გაჩენაში ედებათ ბრალი

1270675
ინდონეზიაში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით 185 ადამიანი დააკავეს

ინდონეზიაში 185 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც სხვადასხვა პროვინციებში ხანძრის გაჩენაში ედებათ ბრალი.  

ეროვნული უშიშროების სამმართველოს პრესსპიკერის დედი პრასეტიოს განცხადებით, 6 პროვინციაში ხანძრებთან დაკავშირებული გამოძიება გრძელდება.

მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში ხანძრების გაჩენაში ეჭვმიტანილი 185 ადამიანი დააკვეს და ტყეების დაცვის კანონის მიხედვით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სუმატრასა და ბორნეოს კუნძულებზე ხანძრების კვამლის გამო გაზრდილი ჰაერის დაბინძურება ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს და ზოგიერთ ქალაქში სკოლებში სწავლა შეწყდა.

ზოგიერთ პროვინციაში კი კვამლის გამო თვითმფრინავები ფრენებს ვერ ასრულებენ.

ხანძრებს განსაკუთრებით მაისი-სექტემბრის მონაკვეთში გვალვების სეზონი და ამავდროულად ფერმერების მიერ სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ტერიტორიების გაწმენდის და ნამჯის დაწვისათვის გაჩენილი ცეცხლი იწვევს.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #ტყე , #ინდონეზია

მსგავსი ინფორმაციები