შეიარაღებული დაპირისპირება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

დაიღუპა ათეულობით ადამიანი

1269773
შეიარაღებული დაპირისპირება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ორ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ბოლო მონაცემებით 23 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. გაეროს სამშვიდობო  მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (MINUSCA) გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, ცენტრალური აფრიკის ლიბერალიზაციის და სამართლიანობის მოძრაობის (MLCJ)  წევრებმა  შაბათ დღეს,  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის აღორძინების პოპულარული ფრონტის (FPRC) კონტროლ ქვეშ მყოფ ქალაქ,  ბირაოზე  თავდასხმა განახორციელეს და მასზე კონტროლი დაამყარეს. მათივე განცხადებით მომხდარი შეტაკების დროს 23 ადამიანი დაიღუპა, ათობით პირი კი დაშავდა. გაეროს სამშვიდობო  მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გავრცელებულ  განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ  შეტაკების ჩახშობის მიზნით ადგილზე მისული სამშვიდობო ჯარების ერთი სამხედრო მძიმედ დაშავდა. ზემოთ ხსენებულ ორ დაჯგუფებას შორის შეტაკებები გასულ კვირასაც მოხდა, რა დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები