ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1269635
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ესპანეთში აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში უკვე სამი დღეა ინტენსიური წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო ბოლო მონაცემებით ექვსი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი წყალდიდობა ქვეყანაში ბოლო 100 წლის მანძილზე პირველად იქნა დაფიქსირებული. წყალდიდობის შედეგად ასევე 4 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. წყალდიდობამ ყველაზე მეტი ზიანი ვალენსიის, მურსიას და ანდალუსიას რეგიონებს მიაყენა. წყალდიდობის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, გზები და სასოფლო-სამეურნეო მიწები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ათასობით პოლიციელი, მეხანძრე და ჯარისკაცი. დაზარალებული რეგიონები ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა  მოინახულეს  და დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდნენ.  


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #ესპანეთი

მსგავსი ინფორმაციები