უზენაესმა სასამართლომ ტრამპის მოთხოვნა დააკმაყოფილა

უზენაესმა სასამართლომ ტრამპის მოთხოვნა დააკმაყოფილა

1267922
უზენაესმა სასამართლომ ტრამპის მოთხოვნა დააკმაყოფილა

  

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, რომ შეიზღუდოს ქვეყანაში შეშვებული ცენტრალური ამერიკიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა.

უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება გამარჯვებად იქნა შეფასებული ტრამპისთვის, რომელმაც დადო პირობა, რომ ჰონდურასის, გვატემალას და ელ სალვადორის მსგავსი ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა შეშვებას აღკვეთავს.  

ამასთანავე გადაწყვეტილების მიხედვით, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში მცხოვრები, მაგრამ სხვა ქვეყნის გავლით აშშ-ში შესულ და თავშესაფრების მაძიებელ მიგრანტებს უარს გამოუცხადებენ.

გადაწყვეტილების გამო ტრამპმა კმაყოფილება Twitter-ით გამოხატა და აღნიშნა: „სასაზღვრო თავშესაფარის მოთხოვნაში აშშ-ს უზანაესის სასამართლოს დიდი მონაპოვარი!“

ტრამპმა დადო პირობა, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დროს აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელთა და მიგრანტთა ნაკადს დიდი წილად დაასრულებდა და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან შესული მიგრანტების საზღვარზე შეჩერების გადაწყვტილება მიიღო.

მიმდინარეობდა კამათი იმაზე ეს გადაწყვეტილება აშშ-ს კანონებისა და ადამიანის უფლების დაცვის საწინააღმდეგო იყო თუ არა და ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრამპის მიერ თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტების მექსიკაში შეჩერება კანონის შესაბამისია.

უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით, აღნიშნული ქვეყნებიდან მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიღება ძალიან შემცირდება.

 



მსგავსი ინფორმაციები