შეიარაღებული თავდასხმა ებონიაში

დაიღუპა 10 კაცი

1266551
შეიარაღებული თავდასხმა ებონიაში

 

ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად  10 ადამიანი დაიღუპა. ებონიის გუბერნიიდან გავრცელებული განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს ამ პროვინციაში შემავალ ნეგბოს რეგიონში და თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაშავდა, ხოლო ზოგ სახლს კი ცეცხლი წაუკიდეს. ამავე ინფორმაციით, რეგიონს უსაფრთხოების ძალების დამატებითი რაზმები მიავლინეს. იმის გამო, რომ ნიგერიაში ამ ბოლო დროს გახშირდა მოტოციკლეტისტების მხრიდან შეიარაღებული თავდასხმები, ამიტომაც ზოგიერთ პროვინციაში მოტოციკლეტების გამოყენება აიკრძალა. ხსენებულ რეგიონში საძოვრების გამო დროდადრო შეტაკებები ხდება მწყემსებსა და ფერმერებს შორისაც. შეიარაღებული ბანდები სარგებლობენ რა ამ კონფლიქტებით, ისინიც ახორციელებენ თავდასხმებს და ფულის გამოძალვის მიზნით, ზოგჯერ ადგილობრივები მძევლებადაც აჰყავთ



მსგავსი ინფორმაციები