ტრამპმა შეწყვიტა თალიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებები

აშრაფ განის ვიზიტი კემ დევიდში გაუქმდა

1265412
ტრამპმა შეწყვიტა თალიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებები

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქაბულში თავდასხმის დროს 1 ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის გამო, თალიბებთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეაჩერა. ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter– ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ კემპ დევიდში, ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ განისთან და თალიბანის ზოგიერთ ლიდერთან დაგეგმილი შეხვედრაც გააუქმა. მისივე თქმით, ასეთი თავდასხმები არ იმუშავებს თალიბანის პოზიციის გასაძლიერებლად და რომ მათ ამით დაკარგეს უპირატესობა. ”თუ ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების პერიოდში მათ თავი ვერ შეიკავეს, არ დაიცვეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და მოკლეს კიდევ 12 უდანაშაულო ადამიანი, მაშინ მათ ალბათ არ აქვთ ძალა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღებისა. კიდევ რამდენი ათეული წლის განმავლობაში უნდა გააგრძელონ მათ ბრძოლა?”, აღნიშნა ტრამპმა. აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში ზალმაი ხალილზადემ, გასულ კვირას დაასრულა მე-9 სამშვიდობო მოლაპარაკებები თალიბანთან და მიღწეული შეთანხმების ტექსტი წარუდგინა ორივე ქვეყნის პრეზიდენტებს. ორ მხარეს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, აშშ-ი, ავღანეთში მოქმედი 5 სამხედრო ბაზიდან, რომლებშიც 14 ათასი სამხედრო მსახურობს, 135 დღეში 5 ათას ჯარისკაცს გაიყვანს



მსგავსი ინფორმაციები