მიწისძვრა ჩინეთში
დაიღუპა 1, დაშავდა 29 კაცი
1265512
ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის (CCTV) მიხედვით, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ნეიჩიანგში მომხდარი 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა, ხოლო ამის პარალელურად 17 სახლი განადგურდა და 215 სახლი კი დაზიანდა. ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრმა გამოაცხადა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრს ქალაქ ნეიჩიანგში, ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმე წარმოადგენს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით რეგიონში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს