რუსეთ-უკრაინას შორის პატიმრების გაცვლა „35/35“  სქემით მოხდა

რუსეთ-უკრაინას შორის პატიმრების გაცვლა „35/35“  სქემით მოხდა

1265281
რუსეთ-უკრაინას შორის პატიმრების გაცვლა „35/35“  სქემით მოხდა

უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის პროცესი 35/35 სქემით მოხდა. ქერჩის სრუტის კრიზისის შემდეგ რუსეთში დაკავებული 24 უკრაინელი მეზღვაურის ჩათვლით ორ ქვეყანას შორის 35/35 მსჯავრდებულის გაცვლა მოხდა. კიევიდან და მოსკოვიდან ერთიდაიგივე საათზე აფრენილმა თვითმფრინავებმა გათავისუფლებული პატიმრები სამშობლოში დააბრუნეს. კიევში ჩასულ უკრაინელ მსჯავრდებულებს ქვეყნის პრეზიდენტი,  ვლადიმირ ზელენსკიც დახვდა. მან იქ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა,  რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტატიანა მოსკალკოვამ და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინას 35 პატიმარი გადაეცა და ანალოგიური მოხდა უკრაინის მხრიდანაც. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა უკვე სამი წელია მიმდინარეობს რა,  მრავალი ტექნიკური სირთულეები გადაიტანეს.


საკვანძო სიტყვები: #გაცვლა , #პატიმრები , #უკრაინა , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები