ჯეისონ გრინბლატი გადადგა

იგი მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს

1264585
ჯეისონ გრინბლატი გადადგა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ჯეისონ გრინბლატი, გადადგა. "ჩემი პრეზიდენტობის  3 წლიან პერიოდში მუშაობის შემდეგ, გრინბლატი დატოვებს სამსახურს და კარიერას კერძო სექტორში გააგრძელებს", აღნიშნავს ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში. მისივე თქმით, გრინბლატი, მისი ერთგული და დიდი მეგობარია, ხოლო ამასთან ერთად იგი დიდებულ ადვოკატსაც წარმოადგენს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის მცდელობებში. ჯეისონ გრინბლატი, როგორც ტრამპის საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებების სპეციალური დესპანი, ასევე ცნობილია, როგორც ისრაელთან აშშ-ს ადმინისტრაციის ყოველდღიური კომუნიკაციის ორგანიზატორიც და იგი წლების განმავლობაში ნიუ–იორკში ტრამპის ადვოკატსაც წარმოადგენდა



მსგავსი ინფორმაციები