კალიფორნიაში მყვინთავთა ნავი ჩაიძირა
დაიღუპა 25 კაცი
1262933

აშშ-ის სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე, მყვინთავთა ნავში გაჩენილი ხანძრის და მისი ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, ეკიპაჟის 5 წევრის გადარჩენა მოხდა, ხოლო დაკარგული 9 კაცის საძიებო და სამაშველო სამუშაოები კი გრძელდება. "Conception"-ის სახელწოდების ამ ნავზე, რომელიც სანაპიროდან 32 კმ-ის დაშორებით, სანტა კრუზის კუნძულების მახლობლად მდებარეობდა, ხანძარი, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზებით, შუაღამისას გაჩნდა. ამერიკულ მას-მედიაში გავრცელებული ცნობებით, ნავში ხანძარი შეიძლება პროპანის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა, ხელისუფლებამ ჯერ არ დაადასტურა ბალონის აფეთქება.