დეჰლიში მშენებარე სახლი ჩამოიქცა

დაიღუპა 2, დაშავდა 3 კაცი

1263076
დეჰლიში მშენებარე სახლი ჩამოიქცა

 

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დეჰლიში მშენებარე 4-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 3 ადამიანი დაშავდა. Hindustan Times- ის ცნობით, რომელიც ეყრდნობა ოფიციალური პირების განცხადებას, მშენებარე სახლი ჩამოინგრა წუხელ, დეჰლის ჩრდილო – აღმოსავლეთით მდებარე სეელამპურის რეგიონში და მას 2 კაცი ემსხვერპლა, 3 დაშავდა. ამავე ცნობით, დადგენილია, რომ დანგრეული კორპუსის ნანგრევების ქვეშ კიდევ 5 კაცია დარჩენილი და მათი სამაშველო სამუშაოები გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები