აშშ-მა თალიბანებთან კონსენსუსს მიაღწია

ამერიკა ავღანეთიდან 5 ათას ჯარისკაცს გაიყვანს

1262638
აშშ-მა თალიბანებთან კონსენსუსს მიაღწია

 

ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან საუბარში  აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში ზალმაი ხალილზადემ განაცხადა, რომ მათ პრინციპში კონსენსუსს მიაღწიეს თალიბებთან მიმდინარე ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში და მის ფარგლებში ამ ქვეყნიდან 5 ათას ამერიკელ ჯარისკაცს გაიყვანენ, ხოლო თვით შეთანხმების ტექსტს კი დასამტკიცებლად დონალდ ტრამპს წარუდგენენ. მისივე თქმით, თუ შეთანხმების პირობები რიგ რიგობით შესრულდება, მაშინ, ისინი 135 დღის განმავლობაში ავღანეთში მოქმედი 5 სამხედრო ბაზიდან, რომლებშიც მთლიანობაში 14 ათასი ამერიკელი სამხედრო მსახურობს, 5 ათას ჯარისკაცს გაიყვანენ. აშშ-სა და თალიბანს შორის კატარის დედაქალაქ დოჰაში სამშვიდობო მოლაპარაკებების მე-9 რაუნდი გაიმართა, რის დასრულების შემდეგ ჰალილზადე ქაბულში გადავიდა და შეხვდა ამ ქვეყნის პრეზიდენტ აშრაფ განის



მსგავსი ინფორმაციები