აფეთქება დედაქალაქის ცენტრში

დაიღუპა 16, დაშავდა 119 კაცი

1263068
აფეთქება დედაქალაქის ცენტრში

 

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნასრატ რაჰიმიმ განაცხადა, რომ გუშინ საღამოს, დედაქალაქ ქაბულის ცენტრში, ერთ მანქანაში განთავსებული ბომბის აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 119 დაშავდა, ხოლო ამის პარალელურად  დაზარალდა მრავალი მიმდებარე სახლი და ნაგებობა. მისივე თქმით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობას მშვიდობიანი მოქალაქეები წარმოადგენე, თანაც დაჭრილებს შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. “ჩვენმა უსაფრთხოების ძალებმა ამავე უბანში გაუვნებელყვეს 5 ტერორისტი, რითაც უეჭველ სიკვდილს გადავარჩინეთ 400-მდე უცხოელი მოქალაქე, რადგან, დაკავებული ტერორისტების სამიზნეს სწორედ ისინი წარმოადგენდნენ“, განაცხადა ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნასრატ რაჰიმიმ



მსგავსი ინფორმაციები