ლიბან-ისრაელს შორის დაძაბულობა იზრდება

ლიბან-ისრაელს შორის დაძაბულობა იზრდება

1262364
ლიბან-ისრაელს შორის დაძაბულობა იზრდება

ლიბანის პარლამენტის „ჰეზბოლას“ დეპუტატის  ჰასან ფადლალლაჰის თქმით, ისრაელმა უკვე გაიგო, რომ სურვილისებრ თავდასხმებს ვეღარ განახორციელებს. მან,  ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს დაბა მარუნ ერ-რასის დაზარალებულები მოინახულა, რის შემდეგაც პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „მტერი (ისრაელი) უკვე მიხვდა, რომ ლიბანზე როცა მოესურვება მაშინ თავდასხმას ვეღარ განახორციელებს და თუ მსგავს ნაბიჯს გადადგამს,  კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი ძვირად დაუჯდება.“

შეგახსენებთ, რომ ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ლიბანის ტერიტორიიდან, მათი მიმართულებით რამდენიმე ტანკსაწინააღმდეგო  რაკეტა ისროლეს, რომელთა სამიზნე ისრაელის სამხედრო ბაზა იყო. ამის საპასუხოდ კი ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე დარტყმა მიიტანა. ისრაელ-ლიბანს შორის დაძაბულობა გასული თვის ბოლოდან დაიწყო.  „ჰეზბოლას“ ციხესიმაგრედ ცნობილ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში 25 აგვისტოს ღამის საათებში ლიბანის მხრიდან, ისრაელის კუთვნილი ორი  უპილოტო საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული. ისრაელმა კი იმავე ღამეს სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად ზოგიერთი სამიზნეები დაბომბა და ჰეზბოლას ორი წევრი მოკლა. ამ მოვლენების შემდეგ კი ჰეზბოლამ ისრაელის წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადებები გაავრცელა.


საკვანძო სიტყვები: #დაძაბულობა , #ისრაელი , #ლიბანი

მსგავსი ინფორმაციები