რუსეთში მორიგი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა

რუსეთში ადგილობრივი არჩევნები რვა სექტემბერს არის დაგეგმილი

1261652
რუსეთში მორიგი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა

რუსეთში, ათასობით ადამიანის მონაწილეობით  დედაქალაქის სათათბიროში დაგეგმილ არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირების  და წინა აქციების დროს დაპატიმრებულების გათავისუფლების მოთხოვნით  მორიგი უნებართვო საპროტესტო აქცია გამართა. აქციას ესწრებოდნენ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, მისი ადვოკატი და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. დემონსტრანტები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაიძახოდნენ და დედაქალაქის სათათბიროში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. მოსკოვში გასული თვიდან მოყოლებული  მიმდინარე აქციების გამო დღემდე, ასობით ადამიანი დააკავეს. რუსეთში ადგილობრივი არჩევნები 8 სექტემბერს არის დაგეგმილი.



მსგავსი ინფორმაციები