ქარიშხალ „დორიანიმ“ მიმართულება შეიცვალა და ჩრდილოეთისკენ მიემართება

დონალდ ტრამპმა პოლონეთში ვიზიტი გააუქმა

1261627
ქარიშხალ „დორიანიმ“ მიმართულება შეიცვალა და ჩრდილოეთისკენ მიემართება

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წარმოქმნილ,  ქარიშხალ „დორიანიმ“, რომელიც მეოთხე კატეგორიას განეკუთვნება, მიმართულება შეიცვალა და ჩრდილოეთის შტატებისკენ მიემართება. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრის განცხადებით, დორიანი ჯერ კიდევ ინარჩუნებს მეოთხე კატეგორიას. მათი ვარაუდით ქარიშხალს ფლორიდის შტატისთვის უნდა გადაევლო მაგრამ, ბოლო ვარაუდით მან მიმართულება შეიცვალა და ჩრდილოეთისკენ მიემართება. ქარიშხალ „დორიანიმ“ შესაძლოა,  ჯორჯიის  სამხრეთ კაროლინასა და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებს დაარტყას. სამხრეთ კაროლინას გუბერნატორმა ჰენრი მაკმაისტერმა კი ქარიშხლის მიახლოების გამო შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქარიშხლის სიჩქარე 220-240 კმ/საათს აღწევს. მეორეს მხრივ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პოლონეთში ვიზიტი გააუქმა და ქარიშხლის მოვლენების დაკვირვებისათვის ვაშინგტონში დარჩენა გადაწყვიტა.



მსგავსი ინფორმაციები