ტრამპი, ირანული სატელიტის აფეთქებას გამოეხმაურა

“ამ აფეთქებაში აშშ-ს რაიმე წვლილი არ აქვს“

1261367
ტრამპი, ირანული სატელიტის აფეთქებას გამოეხმაურა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ირანს და აღნიშნა, რომ მის ქვეყანას არაფერი საერთო არ აქვს იმ სატელიტური თანამგზავრის აფეთქებასთან, რომლის გაშვებასაც ირანი გუშინწინ აპირებდა. პრეზიდენტმა ტრამპმა ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა: ”აშშ-ს არ აქვს არავითარი როლი იმ კატასტროფულ ავარიაში, რომელიც მოხდა ირანის სემნანის ბაზაზე სატელიტის გაშვების ბოლო მომენტში”. აქვე ტრამპმა, ირანული სატელიტის აფეთქების ვიდეოც დართო, რომელიც კოსმოსიდან არის გადაღებული, ხოლო ამის პარალელურად ამ საქმის ძიებაში თეირანს წარმატებები უსურვა. გუშინწინ, აშშ–ის პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ჩრდილოეთით მდებარე კოსმოსური ცენტრიდან სატელიტის გატყორცნის დროს აფეთქება მოხდა და ცდა წარუმატებლად დასრულდა. ირანის ოფიციალური პირების განცხადებით კი, აფეთქება გამოიწვია ტექნიკურმა ხარვეზმა



მსგავსი ინფორმაციები