სამგზავრო ავტობუსი უფსკრულში გადაიჩეხა
დაიღუპა 24 ადამიანი
პაკისტანის ჰაიბერ პაქტუვას პროვინციაში, სამგზავრო ავტობუსის უფსკრულში გადაჩეხვის შედეგად ერთი ოჯახის წევრი 24 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი წყაროებით, ხსენებულ ავტობუსში ერთი ოჯახიდან სულ 35 კაცი იმყოფებოდა და ისინი პარასკევს ღამით, უპპერ კოჰისტანის რეგიონიდან ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, მაგრამ, ერთ კლდოვან ადგილას, ავტობუსი უფსკრულში გადაიჩეხა და 24 კაცი დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, შემთხვევა მოხდა ღამის სიბნელეში, თანაც შორეულ და მიუვალ ადგილას და ამიტომ საძიებო და სამაშველო სამუშაოები რთულად მიმდინარეობს
მსგავსი ინფორმაციები
რა გავლენა იქონია ისრაელ-ჰამას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ანკარამ?
რა გავლენა იქონია ისრაელ-ჰამას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ანკარამ?
დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო პერიოდი დღეს ოფიციალურად იწყება
დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო პერიოდი დღეს ოფიციალურად იწყება