ავღანეთში კიდევ 1 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

აშშ-ს ამჟამად ავღანეთში დაახლოებით 14000 სამხედრო ჰყავს

1261545
ავღანეთში კიდევ 1 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

 

ავღანეთში ნატო-ს ჯარებმა განაცხადეს, რომ 29 აგვისტოს წარმოებული ოპერაციის დროს 1 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. როგორც ცნობილია, 21 აგვისტოს კი, ორი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე   ფარიაბის პროვინციაში. ნატოს სარდლობა დაღუპული ჯარისკაცების ვინაობის და სადაურობის შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს. აშშ-ს ამჟამად ავღანეთში დაახლოებით 14000 სამხედრო ჰყავს, მაგრამ, თალიბებთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების დასრულების შემდეგ,  ამ რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს



მსგავსი ინფორმაციები