ამერიკა შეშფოთებულია ქაშმირის მოვლენებით

ორივე მხარეს დიალოგისკენ მოუწოდეს

1261059
ამერიკა შეშფოთებულია ქაშმირის მოვლენებით

 

აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჯამუ ქაშმირში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მასში ინდოეთსაც და პაკისტანსაც გონივრულობისკენ და ზომიერებისკენ მოუწოდათ. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა თურქულ საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ აჟანსთან საუბარში აღნიშნეს, რომ ქაშმირის მოვლენებმა რეგიონში არასტაბილურობის გაზრდა გამოიწვია და ამიტომ ინდოეთის მხრიდან ქაშმირში გადადგმული ნაბიჯების, განსაკუთრებით რეგიონის ხალხის მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და დაპატიმრებების გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ. “ჩვენ მოვუწოდებთ ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდის, დაიცვას როგორც ადამიანის უფლებები, ასევე სამართლებრივი პროცედურები, ხოლო ამის პარალელურად დაიწყოს დიალოგი ამ მოვლენებისგან დაზარალებულებთან“, აღნიშნეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა და დაამატეს, რომ მხარს უჭერენ ინდოეთსა და პაკისტანს შორის უშუალო დიალოგის დაწყებას არა მხოლოდ ქაშმირის, ასევე სხვა შემაშფოთებელ საკითხებზეც



მსგავსი ინფორმაციები