თავდასხმა სოფლის საკონტროლო პუნქტზე
დაიღუპა სოფლის 10 მცველი
1259638
ქაბულიდან გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე გუზჯანის პროვინციის, ფაიზაბადის რაიონის სოფელ გოგელდაშის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თალიბების შეიარაღებული წევრების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სოფლის 10 მცველი დაიღუპა, მათ შორის ერთი მეთაური. ამავე ინფორმაციით, შეტაკება რამდენიმე საათს გაგრძელდა და ათობით თალიბიც იქნა ლიკვიდირებული. თვით თალიბების მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ თავდასხმის შედეგად მათ კონტროლზე აიყვანეს სოფლის საკონტროლო პუნქტი