ტრამპი ირანის პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არის

მაკრონმა და ტრამპმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

1258918
ტრამპი ირანის პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამის და ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის შეხვედრის მომხრეა. ამის შესახებ  ემანუელ მაკრონმა  „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ ამერიკის  პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან  ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამიტზე მრავალ საკითხი განიხილეს და შეთანხმდნენ კიდეც ლიდერებმა რომ, მომავალ წელს „დიდი შვიდეულის“ სამიტს ამერიკამ უმასპინძლოს. მაკრონმა ისიც აღნიშნა, რომ შაბათ დღეს ტრამპთან გამართული შეხვედრის დროს მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიეს. „ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშრებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების საკითხზე შევთანხმდით. ირანს არასოდეს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი რადგან მსგავსი შემთხვევა, რეგიონის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. საკითხთან დაკავშირებით ჰასან როჰანისთან სატელეფონო საუბარი მქონდა რა დროსაც მან აღნიშნა, რომ მათი ქვეყნის ინტერესების დაცვის ფორმატში ყველა ქვეყნის ლიდერთან შესახვედრად მზად არის,“ განაცხადა მაკრონმა. ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ტრამპმა სამიტი შეაფასა და მას „წარმატებული“ უწოდა. ამერიკის პრეზიდენტს პერკონფერენციის დროს  ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, იყო თუ არა მზად როჰანისთან შესახვედრად, რაზეც ასეთი პასუხი გასცა: „შესაბამისი პირობები თუ შეიქმნება რა თქმა უნდა დავთანხმდები.“



მსგავსი ინფორმაციები