ვერტმფრენი კერძო თვითმფრინავს შეეჯახა
დაიღუპა 7 ადამიანი
1258289
ესპანეთის აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ მაიორკაზე თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ჰაერში შეჯახების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. მაიორკას ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გუშინ, შუადღისას, კამინო ვიოჯო დე კოსტიქსის რეგიონში, ერთმანეთს შეეჯახნენ ვერტმფრენი და პატარა კერძო თვითმფრინავი, რის შედეგადაც ვერტმფრენში მყოფი 5 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი და თვითმფრინავში მყოფი 2 კაცი, დაიღუპნენ