დიდ შვიდიანთა სამიტი გრძელდება

დაკავებულია კიდევ 17 აქტივისტი

1258499
დიდ შვიდიანთა სამიტი გრძელდება

 

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ  ბიარიცში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე, კიდევ 19 ადამიანი დააკავეს. გუშინწინ კი 68 კაცი იყო დაკავებული. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკების დროს ოთხი პოლიციელი დაშავდა.  ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტების წინააღმდეგ, რომელებიც  სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.  G7-ის სამიტში  საფრანგეთის,  გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ბრიტანეთის, კანადის და აშშ-ის ლიდერები იღებენ მონაწილეობას. სამიტის მთავარი განსახილველი თემაა  მსოფლიოში უთანასწორობის საკითხები. სამიტთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღალი უსაფრთხოების ზომებია მიღებული, ხოლო თვით სამიტის უსაფრთხოებას იცავს13 ათას 200 პოლიციელი და ჟანდარმი



მსგავსი ინფორმაციები