ისმაილ ჰანიე ისრაელს აფრთხილებს

ისმაილ ჰანიე ისრაელს აფრთხილებს

1257827
ისმაილ ჰანიე ისრაელს აფრთხილებს

ღაზის სექტორში, ჰამასის ბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ გუშინ პარასკევის ლოცვის დროს ქალაქ, რამალას დასავლეთით ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმები შეაფასა და დასძინა: „მრავალი ზეწოლის მიუხედავად, დღევანდელი თავდასხმების წინააღმდეგ გამოსვლა, დასავლეთ სანაპიროზე მათ წინააღმდეგ გამომსვლელების პატივია. ისრაელს მოვუწოდებ იერუსალიმისგან შორს დადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათი ცეცხლთან თამაში იქნება. იორდანეს დასავლეთ სანაპირო ყოველთვის იქნება იერუსალიმის და ალ-აქსას სადარაჯოზე.  ისრაელი გავრცელებული დეზინფორმაციებით პოპულიზმს ეწევა,“ განაცხადა ისმაილ ჰანიემ. შეგახსენებთ, რომ ისრაელის ოფიციალური მთავრობის წარმომადგენლებმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ რამალაჰის მახლობლად ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად ერთი ებრაელი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები