ემანუელ მაკრონმა ინდოეთის  პრემიერ მინისტრი მიიღო

განიხილეს ჯამუ ქაშმირის საკითხი

1257225
ემანუელ მაკრონმა ინდოეთის  პრემიერ მინისტრი მიიღო

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პარიზის მახლობელ შანტილის სასახლეში მიიღო ინდოეთის  პრემიერ მინისტრი ნარდენდრა მოდი და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, რომელზედაც მაკრონმა დიდი მნიშვნელობა მისცა ორი ქვეყანის ურთიერთობებს. იგი შეეხო ინდოეთის მთავრობის მიერ შეჩერებულ კონსტიტუციის 370-ე მუხლსაც, რომელიც ჯამუ ქაშმირისათვის მინიჭებულ სპეციალურ სტატუსს აუქმებს და თქვა, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის წარმოქმნილი  მზარდი დაძაბულობა  უნდა მოგვარდეს მხოლოდ მათივე ძალისხმევით. ”პრობლემა ურთიერთგაგების ატმოსფეროში უნდა მოგვარდეს. ორივე ქვეყანას აქვს პასუხისმგებლობა, რომ დაძაბულობის ესკალაცია არ მოხდეს. ორივე მხარის ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ“, აღნიშნა მაკრონმა და დაამატა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის ასევე შეხვდება პაკისტანის პრემიერ მინისტრ იმრან ხანსაც, რათა რეგიონის პრიორიტეტები გახდეს სტაბილურობა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. მაკრონმა ინდოეთის პრემიერ მინისტრი მიიწვია G7 სამიტზე, რომელიც 24-26 აგვისტოს გაიმართება საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბიარიცში



მსგავსი ინფორმაციები