დიდ შვიდიანთა სამიტს საფრანგეთი უმასპინძლებს
სამიტი 24-26 აგვისტოს ქალაქ ბიარიცში გაიმართება
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა, ბიარიცში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 24-26 აგვისტოსათვის ქალაქ ბიარიცში დაგეგმილ დიდ შვიდიანთა სამიტზე უსაფრთხოებას დაიცავს 13 ათას 200 პოლიციელი და ჟანდარმი. მისივე თქმით ამ სამიტზე ძირითადად უსაფრთხოების, კლიმატური ცვლილებისა და გენდერული თანასწორობის საკითხები იქნება განხილული. “ჩვენ ინციდენტების, ტერორიზმისა და კიბერ შეტევების თავიდან აცილების მიზნით, მთელი ქალაქის მასშტაბით გავზარდეთ უსაფრთხოების ზომები, ხოლო იმის გამო, რომ ქალაქი ბიარიცი ესპანეთთან საზღვარზე მდებარეობს, ამიტომაც ამ ქვეყანასთანაც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, განაცხადა ფრანგმა მინისტრმა. G7-ის 45-ე სამიტი ბიარიცში 24-26 აგვისტოს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, იტალიის, იაპონიის და კანადის ლიდერები