მაკრონმა პუტინი მიიღო
განიხილეს აქტუალური საკითხები
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ბრეგანჩონის ციხესიმაგრეში მიიღო, სადაც იგ ზაფხულის არდადეგებს ატარებს და პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მასზე მაკრონი შეეხო რა სირიის იდლიბის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, თქვა რომ სირიის ამ რეგიონში სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ცეცხლი. "იდლიბში, მშვიდობიანი მოსახლეობა ინტენსიური დაბომბვების ქვეშ ცხოვრობს და მისგან მრავლად იღუპებიან ბავშვებიც. ამიტომაც საჭიროა სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა, რადგან ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის თავდასხმები იწვევს ბავშვების სიკვდილს", განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ამ ბოლო ხანებში რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებმა დიდი მნიშვნელობა მოიპოვა რა, პუტინის მოწვევით მაისში ეწვევა მოსკოვს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში "უკრაინის" პრობლემა არსებობს და ეს პრობლემაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. მისივე აზრით, მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციაზე უარის თქმის გამო გამართული მიტინგების მიმართ რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა გამოიჩინოს. პუტინმა კი განაცხადა: "ადრე ტერორისტები, იდლიბის მხოლოდ 50 პროცენტს აკონტროლებდნენ, ახლა კი 90 პროცენტს. იდლიბის ტერორისტები ამავე დროს ზემოქმედებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედ რადიკალისტებზეც, რაც ძალზედ საშიში მოძრაობაა. ამიტომაც რუსეთი იდლიბში მხარს უჭერს სირიის არმიის მცდელობებს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში“. პუტინის თქმითვე, რუსეთმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და რომ საფრანგეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნების საკითხში. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა ასევე, რომ მოსკოვში გამართული დემონსტრაციების შემთხვევაში, მოქალაქეებს აქვთ უფლება იმოქმედონ, მაგრამ უნდა დაიცვან კანონი. ”აქ არ არის მიზანშეწონილი ამის თქმა, მაგრამ, ყველამ ვიცით, რომ საფრანგეთში ყვითელი ჟილეტების მოქმედებების დროს 11 ადამიანი დაიღუპა. ჩვენ არ გვინდა იგივე მოვლენები მოხდეს რუსეთშიც”, ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა
მსგავსი ინფორმაციები
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა