ტრამპსა და ხანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ტრამპმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდათ

1253853
ტრამპსა და ხანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ინდოეთსა და პაკისტანს შორის გაზრდილი დაძაბულობის შემცირების მიზნით, მათ დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდათ. თეთრი სახლის ცნობით, ტრამპმა და პაკისტანის პრემიერ მინისტრმა იმრან ხანმა სატელეფონო საუბარში,  რეგიონში მიმდინარე ბოლო მოვლენები განიხილეს და ტრამპმა ხანს განუცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა, ჯამუ ქაშმირის გამო გაზრდილი დაძაბულობა, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის გზით უნდა შეამცირონ. როგორც ცნობილია დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ გაიზარდა, რაც ინდოეთმა საკამათო ჯამუ ქაშმირის ავტონომიას ეს პრივილეგირებული სტატუსი გააუქმა. ხსენებულ რეგიონს ავტონომია 1947 წელს მიეცა, ე.ი. მას შემდეგ, რაც ინგლისისგან დამოუკიდებლობა მოპოვებულმა ინდოეთმა და პაკისტანმა ცალ-ცალკე სახელმწიფოებრიობა შექმნეს. იმ დროს ჯამუ ქაშმირის მოსახლეობის 90%-ს მუსლიმანები წარმოადგენდნენ და რეფერენდუმით პაკისტანთან შეერთების დადგენილება იქნა გამოტანილი, მაგრამ, ინდოეთის პრინცმა ამ ქვეყნის კუთვნილებად გამოაცხადა რა ეს რეგიონი, მას შემდეგ ხშირად ხდება ლოკალური შეტაკებები. ინდოეთის მთავრობის მიერ 2011 წელს ჩატარებული ბოლო აღწერის მონაცემებით კი, ჯამუ ქაშმირის მთლიანი მოსახლეობა 12,5 მილიონია. რეგიონში მოსახლეობის 68.3 პროცენტი მუსულმანები, 28,4 პროცენტი ინდუსები და დაახლოებით 1 პროცენტი ბუდისტები არიან. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 1948 წელს მიღებული გადაწყვეტილებებით, ქაშმირის დემილიტარიზაცია უნდა მომხდარიყო, ხოლო 47 ნომრიანი რეზოლუციით კი, ჯამუ ქაშმირში რეფერენდუმი უნდა გამართულიყო, რის წინააღმდეგ გამოდის ინდოეთი



მსგავსი ინფორმაციები