ჯამუ ქაშმირში შეტაკება მოხდა

დაიღუპა 10 კაცი

1253301
ჯამუ ქაშმირში შეტაკება მოხდა

 

პაკისტანსა და ინდოეთს შორის ჯამუ ქაშმირის საკონტროლო ხაზზე წარმოქმნილი შეტაკების შედეგად, 5 ინდოელი ჯარისკაცი, 3 პაკისტანელი ჯარისკაცი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. პაკისტანის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ეყრდნობა პაკისტანელი სამხედროს განცხადებას, ქაშმირის საკონტროლო ხაზზე, რომელიც ქალაქ ლეეპაში მდებარეობს, ინდოეთის ჯარისკაცებმა  ცეცხლი გაუხსნეს პაკისტანურ მხარეს, ხოლო ამ უკანასკნელებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს ინდურ მხარეს და შედეგად, 10 კაცი დაიღუპა, მათ შორის 5 ინდოელი ჯარისკაცი, 3 პაკისტანელი ჯარისკაცი და ორიც მშვიდობიანი მოქალაქე. ამავე ცნობით ხსენებულ რეგიონში დაძაბულობა გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები