პაკისტანი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებოდ შეკრებას მოითხოვს

პაკისტანი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებოდ შეკრებას მოითხოვს

1252284
პაკისტანი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებოდ შეკრებას მოითხოვს

პაკისტანი, ინდოეთის მხრიდან  ჯამუ და ქაშმირის რეგიონის  განსაკუთრებული სტატუსის გაუქმების საკითხის განსახილველად, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებოდ შეკრებისკენ მოუწოდებს. საკითხთან დაკავშირებით პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  შაჰ მაჰმუდ ქურეიშიმ გაეროს უშიშროების საბჭოს წერილობით მიმართა. ქურეიში წერილობით მიმართვაში  იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ინდოეთის მხრიდან ჯამუ და ქაშმირის რეგიონის  განსაკუთრებული სტატუსთან დაკავშრებით მიღებული გადაწყვეტილება, რეგიონის მშვიდობას უქმნის საფრთხეს, რომელიც შემდგომ შესაძლოა ეთნიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს. მეორეს მხრივ, გაეროს უშიშროების საბჭოს როტაციულმა თავჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა, რომ პაკისტან-ინდოეთს შორის დაძაბულობამ შეიძლება სამხრეთ აზია მოიცვას ამიტომ, გაეროს უშიშროების მუდმივმა წევრებმა მოსალოდნელი არასასიამოვნო მოვლენების თავიდან ასაცილებლად დროულად უნდა იმოქმედონ. შეგახსენებთ, რომ ინდოეთის მთავრობამ ორი კვირის წინა გააუქმა  კონსტიტუციის 370-ე მუხლი, რომლითაც ჯამუ და ქაშმირის  რეგიონს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.  



მსგავსი ინფორმაციები